ვლადიმერ ბოჟაძე: რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა გამარჯვების მოლოდინი, იმიტომ რომ ძალიან კარგი საარჩევნო კამპანია ჩავატარეთ

ბოჟაძე

რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა გამარჯვების მოლოდინი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგი საარჩევნო კამპანია ჩავატარეთ, - ასე შეაჯამა გადაცემაში „იმედი LIVE“ არჩევნების შედეგები ქართული ოცნების გლდანის დელეგატმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად გააცნობიერა, რა საფრთხის წინაშე იდგა ქვეყანა, შესაბამისად, მიღებული შედეგი იყო სრულიად მოსალოდნელი.

„მაჟორიტარულ ნაწილს რომ დავანებოთ თავი, პროპორციული შედეგებით, ჩვენ 2012 წლის მერე ასეთი შედეგები არ გვქონია - არც საპარლამენტო დონეზე, არც თვითმმართველობის დონეზე. მით უმეტეს, იცით, რომ ცესკომ ყველაფერი გააკეთა რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მიეღო არჩევნებში მონაწილეობა“, - აღნიშნა მან.