„აფეთქების ხმა გავიგეთ...“ - მოვაჭრეების პირველი კომენტარები ვაგზალზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ
1745994294
როდესაც წინა ხელისუფლება ევროპის თუ სხვა ჩვენი პარტნიორების ნებისმიერ სურვილს ხალხისა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ასრულებდა, რა თქმა უნდა, ახლა მათთვის მიუღებელია ის ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე გამოდის, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით შეზღუდვაზე.
„რეალური მიზეზი იცით თქვენ, რომ მხოლოდ ეს ორი კანონი არ არის. რეალური მიზეზი აქ არის მეორე ფრონტის არ გახსნა და დასჯა იმ ხელისუფლებისა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა სამი წლის განმავლობაში, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოფილიყო მშვიდობა და სტაბილურობა. არაერთხელ გვისაუბრია უსამართლო დამოკიდებულებაზე, მათ შორის, სხვადასხვა განცხადებებზე, რეზოლუციებზე და ა.შ. და როდესაც ხარ მცირე სახელმწიფო და მანამდე შენი წინა ხელისუფლება ევროპის თუ სხვა ჩვენი პარტნიორების ნებისმიერ სურვილს ჩვენი ხალხის საწინააღმდეგოდ და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდაც კი უსრულებდა, რა თქმა უნდა, ახლა მათთვის მიუღებელია ის ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე გამოდის“, - განაცხადა ბოჟაძემ.
ბრიუსელი ადასტურებს, რომ დიპლომატიური პასპორტების დასჯა, მითითების გაუთვალისწინებლობის და იმ ორი კანონის გამო გადაწყდა, რომლის არსს ამერიკის 47-ე პრეზიდენტიც იზიარებს, გამჭვირვალობა და ოჯახური ღირებულებები - ბრძოლა ამ ღირებულებების დამცავი კანონების წინააღმდეგ ბევრ თვეს ითვლის. ეს პრეისტორია მმართველ გუნდს უდასტურებს შეფასებას, რომ ბრიუსელის ნაბიჯი სადამსჯელო ხასიათის იყო.