1732386875
ვისურვებდი, ქართულ ოპოზიციასთან ერთად, კიევში ყოფილიყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც - ნიკა მელია
"ვისურვებდი, რომ ქართულ ოპოზიციასთან ერთად, კიევში ყოფილიყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც", - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
,,ნაციონალური მოძრაობის” დელეგაცია იმყოფება კიევში, ისინი გამართავენ შეხვედრას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვისურვებდი, რომ ქართულ ოპოზიციასთან ერთად კიევში ყოფილიყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ვფიქრობ, ოპოზიციის აქტიურობამ ამ მიმართულებით რეაბილიტაცია მოახდინა უკრაინელების თვალში საქართველოს მიმართ.
ალბათ ბევრს არც სჯეროდა, რომ შესაძლებელია რუსეთი ძალიან ახლოს ყოფილიყო უკრაინაზე თავდასხმისთვის და საქართველოს ხელისუფლებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხმა არ ამოეღო. როდესაც ასეთი მოცემულობა შეიქმნა აუცილებელი გახდა ქართული ოპოზიციის აქტიურობა და მიხარია, რომ უკრაინაში ჩვენს პარტიასთან ერთად არიან პარტია ,,დროა” და ,,ლელო”, - აღნიშნა ნიკა მელიამ.