პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვინც მის კარნახს არ დაემორჩილება, სამიზნე ხდება – ოლიგარქობის ამბიციაა, - ამის შესახებ გიგა ბოკერია ყოფილი პარტნიორზე, დავით კეზერაშვილზე საუბრისას აცხადებს.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის განცხადებით, კეზერაშვილი არის პირი, რომელსაც პარტნიორობა არ შეუძლია და კულისებიდან მართავს იმ ადამიანებს, რომლებიც ემორჩილებიან, რაც კლასიკური გაგებით შეიძლება ოლიგარქობისკენ მისწრაფებად იქნას აღქმული.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის გარდა სხვა ოლიგარქი არ არის.
"მას ბუნებრივია შეუძლია ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება და მე პატივს ვცემ მის მოსაზრებას, მე ამ დეტალებში ვერ შევალ ნამდვილად, რადგან არც მათი ურთიერთობის თავი ვიცი და არც მათი ურთიერთობის ბოლო ვიცი. მე ერთადერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ გარდა ბიძინა ივანიშვილისა სხვა ოლიგარქი ამ ქვეყანას არ ჰყავს", - განაცხადა ანა წითლიძემ.
პარლამენტის წევრი, პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ ოლიგარქი როგორც ხელისუფლების მხარეს არის მიუღებელი, ასეთივე მიუღებელია ოპოზიციის მხარესაც.