პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ოპოზიციონერმა დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროკავშირში ჩვენ ქვეყანას უამრავი მეგობარი ჰყავს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა გადარჩეს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სრული საზოგადოებრივი კონსოლიდაცია.
„ძვირფასო მეგობრებო, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებაში დღეს არიან რუსეთის მოკავშირეები, რომლებიც რუსეთის დავალების შესრულებას ცდილობენ და სურთ, ჩაშალონ კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირში ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს უამრავი მეგობარი ჰყავს. ეს მეგობრები ყველაფერს აკეთებენ, რომ გადარჩეს ამ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სრული საზოგადოებრივი კონსოლიდაცია, რომ ჩვენ ხელისუფლებას არ მივცეთ საშუალება, წაგვართვან შანსი, ვიცხოვროთ ევროპულ საქართველოში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მიესალმება ყველა ინიციატივას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ახმოვანებს.