პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ოპოზიციონერი კოლეგებისგან მომისმენია გზავნილები, რომ სანამ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, სტატუსის მიღება შეუძლებელია ან აზრი არ აქვს. მე მათ კატეგორიულად არ ვეთანხმები, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
„ჩვენს ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება კანდიდატის სტატუსი და ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყნისთვის პირველი პრიორიტეტი იყოს 12 რეკომენდაციის შესრულება და პოლიტიკური პროცესის მოწესრიგება ისე, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ხელისუფლებაში - ქვეყანას სჭირდება კანდიდატის სტატუსი“, - აცხადებს ხათუნა სამნიძე.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ მას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად სტატუსის მიღება არ უნდა, ვინაიდან ეს მისთვის შეურაცხმყოფელია. პარტია „დროას“ წევრი მარიკა მიქიაშვილი კი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ კანდიდატის სტატუსით ავტორიტარიზმს გაამყარებს.