პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს. როგორც ის „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ვერ გააცნობიერეს, რომ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ დაშლით ოპოზიციის ნგრევა დაიწყო.
გარდა ამისა, თაკო ჩარკვიანი ინიციატივით გამოდის, რომ ოპოზიციაში დასავლური ვექტორის გაერთიანება აუცილებლად გაკეთდეს.
„მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა მაშინ, როცა პირველი ნგრევა მოხდა დასავლური ვექტორის, „ძალა ერთობისა“, ეს იყო უდიდესი შეცდომა. თუმცა ახლაც არ არის გვიან, ოპოზიციაში დასავლური ვექტორის გაერთიანება აუცილებლად უნდა გაკეთდეს.
მე ყოველთვის ბოიკოტის მომხრე ვიყავი. ჩვენ მაინც მოგვიწევს ისეთ აქციაზე ფიქრი, რასაც ჰქვია დიდი რაოდენობით ხალხის ქუჩაში გამოყვანა. შექმნილ ვითარებაში ერთადერთი წამალი არის ხალხის ძალის ჩვენება“,- განაცხადა ჩარკვიანმა.
ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენელს ვკითხეთ, რას ფიქრობს მოსაზრებაზე, რომლის თანახმად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილს უღალატა:
"ფაქტია, რომ მელიას გეგმა, „სტრატეგია“ ან არ არსებობდა, ან ეს იყო მიზანმიმართული ღალატი. მე ვფიქრობ, სააკაშვილთან დაკავშირებით, ნიკა მელიას გეგმა საერთოდ არ არსებობდა. ის უბრალოდ ხიდად დაუდგა ივანიშვილს, როცა მან თქვა, კეზერაშვილია ოლიგარქი ოპოზიციას რომ აფინანსებსო“,- განაცხადა ჩარკვიანმა.