VIDEO: „ძალიან გაუხარდა, სულ ტირის...“ - ტიკტოკერ მარის საცხოვრებელი სახლი დედამისს გადასცეს
1734553417
„სალომე ზურაბიშვილი თუ არ დატოვებს 29 დეკემბრის შემდეგ ორბელიანების სასახლეს კიდევ უფრო უხერხულ სიტუაციაში ჩაიგდებს თავს...“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებათა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„ჩვენ მივყვებით კონსტიტუციას. ჩვენ მივყვებით იმ საკითხებს, რომელიც კონსტიტუციით არის წარმოდგენილი და ვიცავთ კონსტიტუციას მაქსიმალურად. შესაბამისად, ინაუგურაცია შედგება. მიხეილ ყაველაშვილი უკვე იქნება პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი დადო და ახლა სალომე ზურაბიშვილი დატოვებს თუ არა ორბელიანის სასახლეს ეს უკვე მისი პრობლემაა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.