VIDEO: მენშევიკებმა მიატოვეს არმია, როგორც ამათმა 2008 წელს მიატოვეს ჯარი და ხალხი გორში და წითელ ხიდზე გაიქცნენ ისე მენშევიკები გაიქცნენ ღალატით - ჯონდი ბაღათურია

ჯონდი ბაღათურია

მენშევიკებმა მიატოვეს არმია, როგორც ამათმა 2008 წელს მიატოვეს ჯარი და ხალხი გორში და წითელ ხიდზე გაიქცნენ ისე მენშევიკები გაიქცნენ ღალატით - ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„მე მინდა გავიხსენო ოკუპაცია, ეს არ იყო რუსული ოკუპაცია, ეს იყო ლიბერალების კომუნისტური პარტიის ოკუპაცია, ლიბერალებმა მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება უცხო ქვეყნის დაფინანსებით და მხარდაჭერით რუსეთში, შემდგომში კომუნისტური პარტიის ყრილობაზე მოხდა განხეთქილება და გაიყო ორ ნაწილად, ერთი რომლებიც მეტნი აღმოჩნდნენ იმათ დაერქვათ ბოლშევიკები, ხოლო ვინც ნაკლები იმათ მენშევიკები, მენშევიკები მოვიდნენ საქართველოს ხელისუფლებაში, ბოლშევიკები მოვიდნენ რუსეთის ხელისუფლებაში, შემდეგ რუსმა ბოლშევიკებმა ქართველი ბოლშევიკების დახმარებით აქ მოახდინეს სამხედრო გადატრიალება, მენშევიკებმა მიატოვეს არმია, როგორც ამათმა 2008 წელს მიატოვეს ჯარი და ხალხი გორში და წითელ ხიდზე გაიქცნენ ისე მენშევიკები გაიქცნენ ღალატით...“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.