ზოდიაქოს 1 ნიშანი, რომელსაც მარტში ყველაზე მეტი წარმატება და იღბალი ელოდება
1772049539
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე და ამ შემთხვევაში არსებულ საშიშროებაზე ისაუბრა.
საგარეო მინისტრის თქმით, საქართველო ვერ და არ აწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამას ფაქტობრივად არანაირი ეფექტი არ ექნება რუსეთისთვის და ძალიან დიდი ეფექტი ექნება საქართველოსთვის.
ბოჭორიშვილის განმარტებით, გარდა ეკონომიკური დარტყმისა, რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევების ნაწილშიც დააყენებს.
"როდესაც ჩვენ სანქციებზე ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებზე, ჩვენი პოზიცია არის ძალიან კარგად გასაგები და ასახსნელი, თუ ვინმეს უნდა, რომ გაიგოს ეს პოზიცია. ჩვენ ვერ ვაწესებთ და არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, გამომდინარე იქიდან, რომ ამას ფაქტობრივად არანაირი ეფექტი არ ექნება რუსეთისთვის და ექნება ძალიან დიდი ეფექტი საქართველოსთვის. მეორე, არ ვიცით რა უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დააყენებს ჩვენს ქვეყანას, არ გვაქვს უსაფრთხოების არანაირი გარანტია. ჩვენი ქვეყანა არ არის არც ერთი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი. ამაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობთ და ძალიან კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს არანაირი უსაფრთხოების ქოლგა. ამ პირობებში, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა, რაც ოდნავ მაინც კითხვის ნიშანს გააჩენს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არის უპასუხისმგებლობა. ჩვენს ქვეყანას დღეს ვერ ეყოლება და არ ჰყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება. შესაბამისად, ჩვენ ვერ გადავდგამთ ვერც ერთ ისეთ ნაბიჯს, რაც ოდნავ მაინც შეარყევს ამ ქვეყნის უსაფრთხოებას", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.