1750081560
VIDEO: „ხაზარაძეს პოლიტიკური ინტელექტი საერთოდ არ გააჩნია...“ - იაგო ხვიჩია

„ჩემი აზრით, ხაზარაძეს პოლიტიკური ინტელექტი საერთოდ არ გააჩნია“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„მე ხშირად ვამბობ ამას, თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ რაღაც ბრძოლაში ეფექტური არის ლელოს ინტელექტი და გირჩის ფული - არაფერი არ გამოვა, ხოლო თუ პირიქით ვიზამთ ამას, მაშინ კი... ჩემი აზრით, ხაზარაძეს პოლიტიკური ინტელექტი საერთოდ არ გააჩნია. ზოგადად მას ფული აქვს და შეუძლია დაიქირავოს სპეციალისტები და ამ ამბავში ყოველთვის შეიძლება აზრზე მოვიდეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.