VIDEO: „ელექტორალური თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია უკვე გაყოფილია...“ - გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი

„პროცესი, რაც მიმდინარეობს კანონზომიერია. კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს არ დაწყებულა. მეტსაც გეტყვით, ელექტორალური თვალსაზრისით ეს პარტია დიდი ხანია უკვე გაყოფილია...“ - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

„ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილის შედარება შეუძლებელია, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ბუნებრივია, ახლა მიდის ფორმალიზება ამ კრიზისის... ვფიქრობ, ეს ყველაფერი იანვარში დასრულდება და თებერვალში ვიხილავთ ორად გაყოფილ პარტიას“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა