პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„როგორ უნდა მელაპარაკოს ხაბეიშვილი პატრიოტიზმზე და ქვეყნის სიყვარულზე, როგორ უნდა მასწავლოს მე ამ მათხოვარმა“, - ამის შესახებ მსახიობმა ლევან სუხიტაშვილმა გადაცემა „თავისუფალ სივრცეში" საუბრის დროს განაცხადა.
მსახიობის თქმით, ლევან ხაბეიშვილმა უნდა გადახედოს თავის განვლილ ცხოვრებას და სადმე თუ წიხლს ამოარტყამენ ამის არ უნდა გაუკვირდეს.
„მაჩვენეთ ერთი ადამიანი, ვისაც ხაბეიშვილის სჯერა და მეც შეიძლება დავფიქრდე ამაზე. როგორ უნდა მჯეროდეს ამ ძალად კაცის, ამ ძალად ადამიანის და მაგის ქცევის კიდე, საერთოდ ვინ არიან ესენი ვინმე მეტყვის?! ..
ეგენი არიან მოღალატეები და ვირიშვილები. ეგეთები გვყავდნენ ისტორიულად, გვეყოლება...
რეგიონებში, რომ ჩადიან და პანჩურს ამოარტყამენ, რატომ უკვირთ? არ უნდა გაუკვირდეს, უნდა გადახედოს თავის ცხოვრებას, თავის ნაკეთებ საქმეებს და შესაბამისად, უნდა განსაზღვროს რატომ ამოარტყეს პანჩური, პანჩურს, რომ გირტყამენ, მინიმუმ, უნდა დაფიქრდე, რაზე ამოგარტყეს პანჩური. ამათი მე არ მჯერა არაფერი“, - განაცხადა ლევან სუხიტაშვილმა გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ საუბრის დროს.