VIDEO: დღეს, აქციებით და გამოსვლით რაღაცის შეცვლა, ნაკლებად შესაძლებელი მგონია - დოდონა კიზირია

დოდონა კიზირია

დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს ეგონა, ვარდების რევოლუციის მსგავსი რამ იქნებოდა, - ამის შესახებ დოდონა კიზირიამ გადაცემა ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.

,,დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილს ეგონა, რომ ვარდების რევოლუციის მსგავსი რამ იქნებოდა. ბევრი ამბობდა, რომ უნდა ჩამოვიდეს… მე რომ აქ ვყოფილიყავი, უსათუოდ მზად ვიყავი და ყოველთვის მზად ვარ…დღევანდელ დღეს მაგალითად, აქციებით და გამოსვლით რაღაცის შეცვლა უფრო ნაკლებად შესაძლებელი მგონია… როდესაც გამოდის 20 000 და თუნდაც 50 000, ეს არაფერი არის, უნდა გამოსულიყო 300 ათასი, 400 ათასი, ნახევარი მილიონი, მაშინ შეიძლებოდა რაღაცის გაკეთება. ახლა ნამდვილად აღარ. უბედურება ისაა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ისეთი ბერკეტები აქვს, არჩევნებშიც კი მათი გამარჯვება ძალიან მეეჭვება”, - განაცხადა დოდონა კიზირიამ. 

ნახეთ ვიდეო: