პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ იმ წერილზე ისაუბრა, რომლითაც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ბიძინა ივანიშვილს მიმართეს.
დეპუტატის თქმით, ,,ქართული ოცნების" დამფუძნებელმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, შედგა თუ არა შეხვედრა, მასა და აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შორის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განმარტა, დამოუკიდებელი დეპუტატების მიზანი, ქვეყნისთვის საფრთხეების აცილებაა.
,,მთავარი კითხვა: იყო თუ არა შეხვედრა ბატონ ბიძინასა და კელი დეგნანს შორის ომის შემდეგ, ანუ 24 თებერვლის შემდეგ, თუ არ იყო, მაშინ პასუხი უნდა გასცეს ამერიკის ელჩმა, რომ სხვა კითხვებსაც და ეჭვებსაც მოეხსნას საფუძველი.
მაგრამ, თუ ის არ სცემს პასუხს, მაშინ, ჩვენ ვთხოვთ ბატონ ბიძინას, საზოგადოებას უთხრას სიმართლე, იყო თუ არა ასეთი შეხვედრა და ამ შეხვედრაზე რა იყო საუბრის შინაარსი.
... ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ქვეყანას რეალური საფრთხეები ავაცილოთ და მეორე, საზოგადოებაში არ გაჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ამ სტრატეგიის ძირითადი შემოქმედი არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და დააზიანოს ის ურთიერთობა, რაც აქამდე ნაშენებია. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ჩვენი, აშშ-ის ხელისუფლების და ადმინისტრაციის მხრიდანაც", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სრულად, ნახეთ ვიდეო: