დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„სასამართლოში თუ ვინმე ერევა, ეს არის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა ნონა მამულაშვილმა, გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვას, აქვს თუ არა რაიმე მტკიცებულება, რომ ივანიშვილი სასამართლო სისტემაში ერევა, პოლიტიკოსმა ასე უპასუხა:
„მე პროკურორი ხომ არ ვარ?! როდესაც იქნება დამოუკიდებელი სასამართლო და გვეცოდინება, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა არ მოახდენს გავლენას სასამართლო გადაწყვეტილებაზე, მაშინ უკვე შეგვიძლია კონკრეტული მტკიცებულებებით და კონკრეტული ფაქტებით ვისაუბროთ. მე და თქვენ ამას ვერ გადავწყვეტთ, ამას სპეციალური სამსახურები იძიებენ ხოლმე და მერე იღებენ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ნონა მამულაშვილმა.