VIDEO: ავარიული სახლები ბათუმში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ახლა მიმდინარე პროექტი გვაქვს სამ ლოკაციაზე, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები - გიორგი ცინცაძე

გიორგი ცინცაძე

„ავარიული სახლები ბათუმში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ახლა მიმდინარე პროექტი გვაქვს სამ ლოკაციაზე, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ვფიქრობ თებერვლის ბოლომდე 600 მდე ოჯახს გადაეცემა სრულად გარემონტებული, მოწესრიგებული და უსაფრთხო საცხოვრისები...“, -  ამის შესახებ ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.