1766497440
მიხეილ ყაველაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე: ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები აქ ძალადობრივ აქციას გულშემატკივრობდნენ, მეტი მხილება რაღა უნდა იყოს
ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები აქ ძალადობრივ აქციას გულშემატკივრობდნენ, მეტი მხილება რაღა უნდა იყოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებზე საუბრისას.
მისი თქმით, 4 ოქტომბერი სიგიჟე იყო, მაგრამ ეს სიგიჟე იმიტომ წარმოჩინდა, რომ ძლიერი ხელისუფლება და საზოგადოება დახვდა.
„გაიხსენეთ კალასი, კოსი, შეფასებები. ჯერ კიდევ პროცესში მყოფი, არჩევნები არ იყო დამთავრებული და როგორ გულშემატკივრობდნენ. აქ უკვე ძალადობის ფაქტები იყო და ისინი ფეისბუქზე მხარდამჭერ განცხადებებს წერდნენ. ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები აქ ძალადობრივ აქციას გულშემატკივრობდნენ. მეტი მხილება რაღა უნდა იყოს. ვისაც აზროვნება გააჩნია და ჯანსაღად უყურებს მოვლენებს, ეს ხომ ფაქტია, რატომ არიან ესენი ერთმანეთთან დაკავშირებულები.
4 ოქტომბერი ჯერ როგორი სიგიჟე იყო, მაგრამ ეს სიგიჟე იმიტომ წარმოჩინდა, რომ ძლიერი ხელისუფლება და საზოგადოება დახვდა. არ მისცეს არაფრის გაკეთების უფლება, თორემ ერთი წამით რომ გაიფიქროს ჩვენმა საზოგადოებამ, არ იყოს ძლიერი ქართული ხელისუფლება, თუნდაც 4 ოქტომბერი, თუნდაც ის აქციები, რომლებიც ომის დასაწყისში დაიწყო, გამოსვლები და მოწოდებები, მოხალისეების გაგზავნა, წარმოვიდგინოთ ერთი წამით, რომ გადატეხეს ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი საზოგადოება და ამ ძალებმა ეს დაკვეთა შეასრულეს. საზოგადოებას მივმართავ, თქვენ წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა აქ? ჩვენდა სამწუხაროდ, რაც უკრაინაში ხდება, ბევრად უარესი“, - აღნიშნა მან.











