„მზად იყავით დაუვიწყარი მომენტებისთვის“ - ზოდიაქოს ამ ნიშნებს შაბათ-კვირას სიურპრიზი ელოდება
1773338939
საერთაშორისო საზოგადოება გმობს გუშინდელ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში, – ამის შესახებ სენატორმა, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა „ტვიტერზე“ დაწერა.
სენატორის თქმით, უკრაინა არ არის ერთადერთი ერი, რომლის დაშლას და განადგურებასაც ცდილობდა პუტინი.
„სამხრეთ ოსეთი არის რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონიდან ერთ-ერთი. მე და საერთაშორისო საზოგადოება ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში და ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას“, – წერს სენატორი.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალან გაგლოევმა გაიმარჯვა.