პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, უკრაინაში რუსეთის 58-ე არმია გაანადგურეს.
ამის შესახებ არესტოვიჩმა ყოფილი რუსი ადვოკატისა და პოლიტიკოსის, მარკ ფეიგინის YouTube-ის არხზე ისაუბრა.
„მთლიანად განადგურებულია ერთ-ერთი პოლკი. ამ დროს კი რუსული პროპაგანდა ამბობს, რომ ეს-ესაა აიღებენ და ა.შ. ზაპოროჟიეში 42-ე დივიზია ჩეჩნეთიდან, 150-ე დივიზია, უფროსი ოფიცრები ანგარიშს აბარებენ (რუსეთის გენშტაბს), რომ არ არიან ბრძოლისუნარიანები, განადგურებულია მათი შემადგენლობის 80% და ითხოვენ ხელახალი ფორმირებისთვის გაყვანას.
მთელი 58-ე არმია განადგურებულია, ბრძოლისუნარიანი დარჩა მხოლოდ მე-100 ბრიგადა, სადაზვერვო, საზღვაო ქვეითები და მე-7 ბაზა აფხაზეთიდან, რომელიც, სხვათა შორის, უარს ამბობდა წინსვლაზე. ისინი დაარბიეს, თუმცა მეტ-ნაკლებად ბრძოლისუნარიანობას ინარჩუნებენ“, - ამბობს არესტოვიჩი.
ჩრდილოეთ კავკასიაში ბაზირებული რუსეთის 58-ე არმია 2008 წლის აგვისტოში მთელი შემადგენლობით შემოიჭრა საქართველოში, ცხილვალის რეგიონში და დაიწყო ბრძოლა საქართველოს საჯარისო შენაერთებთან.
რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორი, ვაზიანის სამხედრო ბაზა და ქართული სოფლები.