პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„თუ ვინმეს აქამდე ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაცნობიერებული თუ ვინ არის ის [პუტინი] და ამას ვერც 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის დროს მიხვდა, ახლა უკვე ყველასთვის ცნობილია რუსეთის იმპერიალისტური მისწრაფებების შესახებ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი კარგად ხვდება, რომ აქამდე ევროპა, აშშ და NATO ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა.
„ვფიქრობ, რომ ახლა უკვე მთელმა მსოფლიომ ყველაფერი იცის ვლადიმირ პუტინის შესახებ. თუ ვინმეს აქამდე ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაცნობიერებული თუ ვინ არის ის და ამას ვერც 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის დროს მიხვდა, ახლა უკვე ყველასთვის ცნობილია რუსეთის იმპერიალისტური მისწრაფებების შესახებ. დასავლეთმაც კარგად დაინახა ეს ყველაფერი და იციან, რომ უნდა დაეხმარონ უკრაინას და უნდა იყონ ერთიანები, რაც მათგან მნიშვნელოვანი სიგნალია რუსეთისთვის, რომ უკრაინაში სამხედრო აგრესია შეაჩერონ. ვფიქრობ, ევროპა, აშშ და ნატო ასეთი ერთიანი აქამდე არასოდეს ყოფილა. ამას რუსებიც კარგად ხედავენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში.