1740372372
„სიმართლე არაა, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს“ - სალომე ზურაბიშვილი CNN-ის ეთერში

სიმართლე არაა, რომ საქართველო არ შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს. საქართველოს აქვს თავისი სანქციები - ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, არ გვყავს მოკავშირეები რუსეთში და ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი CNN-თან ინტერვიუში საუბრობს.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს განსხვავებული სიტუაცია აქვს:
„ჩვენ განსხვავებული სიტუაცია გვაქვს უმეტეს ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენზე არ ვრცელდება NATO-ს მე-5 მუხლი, ჩვენ ფრონტის წინა ხაზზე ვართ, მაგრამ ძალიან სოლიდარულები ვართ ჩვენი ევროპელი პარტნიორების, - ამბობს ზურაბიშვილი.