„ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას“ - სააკაშვილის მორიგი პროტესტი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებს, ამის შესახებ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს და ეს შიმშილობა არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.