„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
ყველას გვახსოვს აშშ-ის საელჩოში დაბარებული მოსამართლეები. ასევე კანონიერი განაჩენის გამო(მათ შორის ისეთი განაჩენის, რომელიც სტრასბურგმაც დაადასტურა) დასჯილი და დასანქცირებული მოსამართლეები. ასევე, ვნახეთ USAID-ის თუ სხვა ევრო-ამერიკული ფონდების მიერ წახალისებული მოსამართლეები, რომლებიც სისტემაში ჰყავთ ჩანერგილი და საჭირო მომენტში აამოქმედებენ ხოლმე, - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
იგი ეხმიანება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიერ 12 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას და აღნიშნავს, რომ ცხადია, ადეიშვილის და გვარამიას კადრი, რომლის ცოლიც "ნაცმოძრაობის" აქტივისტია, შესაძლებლობისთანავე მიაყენებდა სახელმწიფოს ზიანს.
შაქარიშვილის თქმით, საელჩოდან დავალებამ არ დააყოვნა და მოსამართლე ხუჭუამაც გამარგინალებულ ოპოზიციას მაშველი რგოლი გადაუგდო.
"ყველას გვახსოვს აშშ-ის საელჩოში დაბარებული მოსამართლეები. ასევე კანონიერი განაჩენის გამო(მათ შორის ისეთი განაჩენის, რომელიც სტრასბურგმაც დაადასტურა) დასჯილი და დასანქცირებული მოსამართლეები. ასევე, ვნახეთ USAID-ის თუ სხვა ევრო-ამერიკული ფონდების მიერ წახალისებული მოსამართლეები, რომლებიც სისტემაში ჰყავთ ჩანერგილი და საჭირო მომენტში აამოქმედებენ ხოლმე. სამწუხაროა, რომ ვლადიმერ ხუჭუა, ეს ადეიშვილისა და გვარამიას პროკურატურის მაღალჩინოსანი დღემდე მოსამართლეა! რთული წარმოსადგენი არ არის, რა დონის ბინძური საქმეები აქვს შესრულებული, რომ სააკაშვილისგან ღირსების ორდენიც კი დაუმსახურებია!2004 წლიდან 2011 წლის ჩათვლით პროკურატურაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ნამუშევარი ადამიანი, ნაც-აქტივისტი მეუღლით, ცხადია ზიანს მიაყენებდა სახელმწიფოს, როგორც კი ამის საშუალება მიეცემოდა!დავალებამაც არ დააყოვნა საელჩოდან და ხუჭუამ გაკოტრებულ, დამარცხებულ, გამარგინალებულ ოპოზიციას ხავსი გადაუგდო!!!" - წერს ვატო შაქარიშვილი.