გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
1740837355
"ვართ უპრეცედენტო რეალობის წინაშე, როდესაც თავისუფალი კონკურენცია ოპოზიციური ოლიგარქიის მიერ ტოტალურად იზღუდება იმისთვის, რომ ბელადის და ოლიგარქის მორჩილი უხარისხო პოლიტიკოსების დომინაციას არაფერი დაემუქროს," - ამის შესახებ "ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ჩერგოლეიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ სააკაშვილმა და კეზერაშვილმა თავი რაღაც პროცესის ლიდერებად იგრძნონ, იზღუდება თავისუფალი კონკურენცია, პარტახდება პოლიტიკის ხარისხი.
"ქართული პოლიტიკა მაინტერესებს, სულ მცირე, 35 წელია (1988 წლიდან დავიწყე მიტინგებზე სიარული).
ქართულ პოლიტიკას ძალიან ახლოდან ვუყურებ 26 წელია (1997 წელს ჩავერთე რეფორმების პროცესში და მცირე პაუზებს თუ არ ჩავთვლით, ხელი არც ამიღია).
ამ წლების განმავლობაში, რამდენი ვნახე, ალბათ წარმოგიდგენიათ!
მაგრამ ასეთი უბირი, ასეთი უხარისხო, ასეთი გაპარტახებული პოლიტიკური დისკუსია არასოდეს ყოფილა.
ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოგონება, ან შთაბეჭდილება - არქივთან ბევრს ვმუშაობთ და უბრალოდ სხვა ხარისხის დისკუსიებს ვისმენ, რომელიც შეიძლება იშვიათობა იყო, მაგრამ მაინც იყო.
ათ ადამიანს ვეღარ იპოვი ჩვენს კონკურენტ პოლიტიკურ სპექტრში (ფართო გაგებით სპექტრს ვგულისხმობ - სამოქალაქო სექტორის და მედიის ჩათვლით), რომელთანაც თანასწორ, არგუმენტირებულ დისკუსიას შეძლებ ისე, რომ სათუთი თვითშეფასება არ დაუზიანო.
ეს უპრეცედენტო უხარისხობა გამოიწვია თავისუფალი კონკურენციის უპრეცედენტო შეზღუდვამ.
საქართველოში ყოველთვის ზღუდავდა ხელისუფლება თავისუფალ კონკურენციას და ოპონენტების გამოხატვას, მაგრამ ხელისუფლების კონტროლისგან გადარჩენილ ოპოზიციურ ველზე კონკურენცია თავისუფალი იყო - ყოველთვის.
დღეს ვართ უპრეცედენტო რეალობის წინაშე, როდესაც თავისუფალი კონკურენცია ოპოზიციური ოლიგარქიის მიერ ტოტალურად იზღუდება იმისთვის, რომ ბელადის და ოლიგარქის მორჩილი უხარისხო პოლიტიკოსების დომინაციას არაფერი დაემუქროს.
სააკაშვილმა და კეზერაშვილმა რომ თავი რაღაც პროცესის ლიდერებად იგრძნონ, იზღუდება თავისუფალი კონკურენცია, პარტახდება პოლიტიკის ხარისხი და ვიღებთ ბანდერლოგების განვითარების პოლიტიკას.
პოლიტიკის ხარისხის თვითგანადგურების პროცესში აქტიურადაა სამოქალაქო სპექტრიც - თუ იაზროვნეს და ოპოზიციურ ოლიგარქიას დაუპირისპირდნენ, ისინი სააკაშვილის და კეზერაშვილის მედიად წოდებული რუპორებით ვეღარ ისარგებლებენ, ამიტომ უწევთ თავი დაიჩლუნგონ და დაიბრმაონ, იმისთვის რომ იტივტივონ და გადარჩნენ.
კონიუნქტურას რომ მოერგო - მორჩილი ღორი უნდა იყო და ინტელექტი არ გაგაჩნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სააკაშვილ/კეზერაშვილის ფავორიტებს საფრთხეს შეუქმნი და სააკაშვილი თავს მესიად, ხოლო კეზერაშვილი თავს ქართული პოლიტიკის ტონი მონტანად ვეღარ იგრძნობს - ასე მათ თვითშეფასება გაუნადგურდებათ.
როცა დაკვეთა უინტელექტობაზე და ღორობაზეა, რომ ვიღაც მელეხმა თავი ინტელექტუალად და ადამიანად იგრძნოს, ცხადია მიწოდებაც ჩნდება - პოლიტიკა ინტელექტისგან იცლება და ღორებით ივსება.
ამიტომ ნუ გიკვირთ რომ ჭაობში ვფართხალებთ და ლაფი გვისვია.
ივანიშვილი თავიდანვე ამ ამოცანით მოვიდა - მან გახსნილად გვითხრა რომ ორუელის ცხოველების ფერმა გამოადგა და "გია ნოდიასნაირები აღარ იარსებებენ".
მაგრამ ივანიშვილი დღეს ცარიელ კარში თამაშობს.
ივანიშვილის ცალკარა თამაშის მიზეზი ნებისმიერი, ოდნავ გონიერი ადამიანისთვის ცალსახაა - მაგრამ ამის ხმამაღლა თქმას პატიოსნება და გამბედაობა სჭირდება. ეს ორი კიდევ უფრო დიდ დეფიციტშია, ვიდრე ინტელექტი.
ივანიშვილის წინააღმდეგობის ხარისხი ვერ გაიზრდება, სანამ სააკაშვილის და კეზერაშვილის მიერ შექმნილ/ნაყიდი სისტემა არ ჩამოინგრევა.
სანამ წარმატების გზად მლიქვნელობა, უინტელექტო და უპრინციპო ღორობა ითვლება და თუ მათნაირი უინტელექტო ღორი არ ხარ, არ გაშუქებენ - ერთ დროს ღირსეული რომ გეგონა, ის ადამიანებიც გაღორდებიან - ასე მუშაობს მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი.იმისთვის, რომ ქართული პოლიტიკის ხაბეიშვილიზაცია შეწყდეს, ოპოზიციური პოლიტიკის ხარისხი გაიზარდოს, ცხოველების ფერმის ფინალიდან გამოვძვრეთ და ბიძინა დამარცხდეს, სააკაშვილ-კეზერაშვილის შექმნილი სისტემა უნდა დაინგრეს, ამ სისტემის მონები ნანგრევებში მოყვნენ და თავისუფალი კონკურენცია დამკვიდრდეს", - წერს ჩერგოლეიშვილი.