მარტვილელი ბებო, რომელიც მანქანების სიყვარულით იყო ცნობილი და ბევრმა სწორედ ამით გაიცნო, გარდაიცვალა
1781342801
"მე ვარ მომხრე, გადაწყვეტილება მაქვს უკვე მიღებული, რომ მაგალითად ქალბატონ ხოშტარიას, რომელიც თვითონ ითხოვს და ასევე, ბატონი ნათელაშვილს შეუწყდეთ უფლებამოსილება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„მე მგონია, რომ ბატონი ნათელაშვილისნაირი ადამიანები არ უნდა იყვნენ პარლამენტში. რაც შეეხება, ბატონ ბადრი ჯაფარიძეს, ამაზე უმრავლესობის სხდომაზე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული“, - აღნიშნა ზარქუამ.
ოთხი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი პარლამენტში მიმდინარე კვირაში განიხილება. საუბარია, ბადრი ჯაფარიძეზე, ელენე ხოშტარიაზე, შალვა ნათელაშვილზე და კახა კუჭავაზე.