პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ვანო მერაბიშვილი ანგრევდა „ნაციონალური მოძრობის" შტაბს გლდანში, ამ პროცესის დამგეგმავი და ავტორი არის მერაბიშვილი“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი გაერთიანდნენ და პარტიის ხელში ჩაგდებას ცდილობენ.
"თავიდან ბოლომდე ეს პროცესი არის ვანო მერაბიშვილის წამოწყებული და შესაბამისად, მართული, რომელსაც გზად წამოეწია დავით კეზერაშვილი, ესენი შეწყვილდნენ. ამ პროცესის დამგეგმავი და ავტორი არის ვანო მერაბიშვილი. ის ცდილობს კულისებიდან მართოს პროცესები. ეს ფასეულობითი არჩევნებია, არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის.
ეს არის არჩევნები, სადაც ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, ძველი მეთოდებით ხდება პარტიის მართვა, რომელთა ნაწილი არასოდეს არ მომწონდა, თუ ახალი მეთოდებით, რომელიც ნამდვილად არის მომავალი. ვანო მერაბიშვილი მუდმივად ცდილობდა ადამიანები ერთმანეთთან დაეპირისპირებინა. ამ პარტიაში [ნაცმოძრაობაში] ვანო მერაბიშვილის გამო არ მოვსულვარ ნამდვილად.
ჩემდა სამწუხაროდ, ვანო მერაბიშვილი - კახი კალაძესთან, ლევან კობიაშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან ერთად მიპირისპირდებოდა გლდანში 2020 წელს. მალევე აღმოჩნდა, რომ მოწინააღმდეგე გლდანში გვყავდა პირადად ვანო მერაბიშვილი. ვანო მერაბიშვილი ანგრევდა „ერთიანი ნაციონალური“ მოძრობის შტაბს გლდანში. ეს ადამიანი კი არ გვეხმარებოდა გვიპირისპირდებოდა. ეს ადამიანი ჩემთვის არის ზიანის მომტანი პერსონიფიკაცია. ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი პარტიას დაანგრევენ“, - აცხადებს „ენმ“-ის თავმჯდომარე.