გელა ბარკალაია მიმართვას ავრცელებს
1764877955
სახელმწიფო უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიის და ტოქსიკოლოგიის კლინიკური ფარმაკოლოგიური დეპარტამენტების აკადემიური პერსონალი, ჩახუნაშვილების ოჯახის მიერ მომზადებულ დოკუმენტს პოლიტიზებულს უწოდებს.
გაერთიანებული სხდომის ოქმს ხელს აწერენ ცნობილი ექიმები და პროფესორები, მათ შორის
ექიმი, მეცნიერი ვახტანგ შოშიაშვილი, რომელიც „ქრონიკასთან“ კვლევას პოლიტიკურს უწოდებს.
„ეს არის შერჩევითი, დაკვირვებითი კვლევა, სადაც რესპონდენტების პასუხი შეიძლება იყოს მიკერძოებული და არ იყოს სარწმუნო. ისინი [კვლევის ავტორები] არც აკეთებენ კატეგორიულ დასკვნებს, მხოლოდ აღნიშნავენ, რომ შესაძლოა მათ [აქციის მონაწილეების] ჯანმრთელობაზე აისახა ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები, რაზეც შესაძლოა გავლენა მოახდინა გაზმა, ან სხვა რაღაც ნივთიერებამ, რაც გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ. არც ისაა დადასტურებული, ეს გაზი ნამდვილად გამოიყენეს თუ არა. ეს ოფიციალური ინფორმაცია არაა, ასე რომ რაღაც სავარაუდო მიზეზებზეა საუბარი. მასიური მიმართვიანობა არ ყოფილა, ხოლო კვლევის ჩატარების საფუძველი აშკარაა შესავლიდანაც, რომ ეს იყო პოლიტიკური მიზანი“, - აღნიშნა ექიმმა.
BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. პედიატრი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით სუსში დაიბარეს.