საყურადღებო ინფორმაცია მართვის მოწმობებთან დაკავშირებით
1788174766
ამ ეტაპზე მთავრობა ინიციატივას განიხილავს, რომელიც გულისხმობს რეგიონული და ინფრასტრუქტურული მიმართულებების გაერთიანებას. შესაბამისად, მთავრობა პარლამენტიდან არსებულ ცვლილებებს გაიწვევს, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ვინ იქნება მინისტრი, ამ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს
„მომავალ კვირას კი პარლამენტს ახალი ცვლილებებით მიმართავს, რომელიც ითვალისწინებს ორი სამინისტროს ერთ სამინისტროდ ჩამოყალიბებას. ვინ იქნება მინისტრი, ამ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს. მთავრობა რეგიონული განვითარების ისეთ მოდელზე ფიქრობს, რომელიც რეგიონების მართვა-განვითარებას უკეთ მოემსახურება“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.