დარღვევის შემთხვევაში მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება... - ახალი რეგულაცია 1 სექტემბრიდან ამოქმედდება
1788036274
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ წამყვანების მიერ დასმულ აქტუალურ კითხვას უპასუხა, სახიფათო თუ რა იმუნიტეტისთვის სველი თმით გარეთ გასვლა:
„უშუალოდ იმუნიტეტს ეს ვერ დააქვეითებს, მაგრამ ბევრი ადამიანი, მათ შორის შესაძლოა მეც, რაღაც მიკრობის მატარებელი ვართ. მე ხშირად დამივალებია პაციენტისთვის ნაცხის ანალიზი ყელიდან და სრულიად შემთხვევით მენინგიტის გამომწვევი მიკრობი აღმოგვიჩენია. შესაძლოა ეს ხახაში ყოველ მეორე ადამიანს ჰქონდეს, მაგრამ ეს ჩვენ საფრთხეს არ გვიქმნის, მაგრამ თუ ასეთ დროს გადავცივდებით, ეს მიკრობი ელოდება შანსს. იგივეა ჰერპესული დაავადება, ის ელოდება შანსს, როდის წამოყოს თავი. ამას კი ხელს უწყობს იმუნიტეტისდასუსტება, უძილობა სტრესი, რუჯის მიღება არასწორი ხანგრძლივობით. ამიტომ გარეთ სველი თმით გასვლა, შესაძლოა დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდეს".