„ევედრებიან სიმსივნისგან განსაკურნებლად“ - დღეს ეს ლოცვა უნდა წაიკითხოთ

ხატი "ყოველთა დედუფალი"

31 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სარტყლის დადებას და ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის — „ყოველთა დედუფლის“ („პანტანასას“) დღესასწაულს. ამ დღეს იკითხება ღვთისმშობლის სარტყლის ტროპარი და „პანტანასას“ ლოცვა.

ღვთისმშობლის პატიოსანი სარტყლის ტროპარი:

„ღმრთის მშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელი და სარტყელი წმიდაჲ ჴორცთა შენთაჲ, ურღვეველად ერსა შენსა მოანიჭე, მეოხებითა შენითა, რამეთუ შობისა მიზეზი მართლმადიდებელთა მეფეთა ყოველთვის განმაძლიერებელ ხარ, მხოლოო მწყალობელო.“

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა („პანტანასა“ / „ყოველთა დედუფალი“)
სიმსივნით დაავადებულთა და სნეულთა განსაკურნებლად მიმართავენ ხატს შემდეგი ვედრებით:

„ყოველლადსახიერო, ღირსადსაკვირველო ღმრთისმშობელო, ყოველთა დედუფალო, პანტანასა! არა ღირს-ვარ, რათა სართულსა ქუეშე ჩემსა შემოჰხვიდე! გარნა, რამეთუ ხარ დედაჲ ღმრთისა სახიერისაჲ, თქმულისაებრ შენისა ღირს-მიყავ მე, რათა განვკურნდე სენისაგან და განვძლიერდე სულითა...“