იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ - ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
1782887923
თბილისი საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს.
ღონისძიებას უზბეკეთის მხრიდან 70-მდე კომპანია ესწრება მშენებლობის, ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ფარმაციისა და სხვა სექტორებიდან.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ უზბეკეთს საქართველო სჭირდება მსხვილ ბაზარზე ოპერირებისთვის.
„რამდენიმე ქართული მსხვილი კომპანია უკვე ოპერირებს უზბეკურ ბაზარზე. მათ სჭირდებათ საქართველო იმისთვის, რომ საკუთარი პროდუქტები გაიტანონ ევროპულ ბაზარზე და გლობალურ ბაზარზე.
ჩვენთვის ამ შემთხვევაში ხელსაყრელი არის სწორედ ის, რასაც ვთავაზობთ, რომ მასალები, რაც საბოლოო პროდუქტის შესაქმნელადაა საჭირო, შეიძლება გადმოიტანონ [უზბეკეთიდან] საქართველოში და აქ დამზადდეს, შეიქმნას დამატებითი ღირებულება", - აღნიშნა ვეფხვაძემ.