სად მოიმატებს ტემპერატურა და სად არის მოსალოდნელი წვიმა - 1 კვირის პროგნოზი

თბილი

საქართველოში უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში უმეტესად ცხელი და სეზონისთვის დამახასიათებელი ზაფხულის ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის უმეტეს ნაწილში ჰაერის ტემპერატურა მაღალი იქნება, თუმცა ცალკეულ რეგიონებში დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა და ელჭექიც არის მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29…+34 გრადუსის ფარგლებში იქნება. სანაპირო ზოლში მოსალოდნელია თბილი და ნოტიო ამინდი, ხოლო მთიან რაიონებში ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, კვირის განმავლობაში უმეტესად უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +31…+36 გრადუსამდე მოიმატებს, თუმცა მთიან და მაღალმთიან რეგიონებში დღის მეორე ნახევარში ადგილობრივად შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება.