ABC News: დონალდ ტრამპმა კრიპტოვალუტით 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კრიპტოვალუტის ბიზნესიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ინფორმაციას ABC News-ი ტრამპის პირად ფინანსურ დეკლარაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დეკლარაციის მიხედვით, ტრამპმა მინიმუმ 524 მილიონი დოლარი მიიღო კრიპტოვალუტის ტოკენების გაყიდვით, რომელიც მასთან აფილირებულ პლატფორმასთან World Liberty Financial-თან არის დაკავშირებული.

ტრამპის ფინანსურ დეკლარაციაში ასევე მითითებულია დამატებითი 636 მილიონი დოლარის შემოსავალი კომპანია CIC Digital LLC-გან, რომელიც Trump Organization-ის შვილობილი სტრუქტურაა. ამ თანხის დიდი ნაწილი დაკავშირებულია 635 მილიონი დოლარის სალიცენზიო შეთანხმებასთან კომპანია Celebration Coin-თან, რომელიც ტრამპის სახელთან დაკავშირებული $TRUMP მემკოინის გაყიდვებს ეხება.