„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავკატ მირზიოევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 9 ივლისს დანიშნა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მირზიოევის თქმით, მას ახალი მანდატი ქვეყანაში შემდგომი რეფორმების განსახორციელებლად სჭირდება.
30 აპრილს გამართული რეფერენდუმის შედეგად უზბეკმა ამომრჩეველმა კონსტიტუციური ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც საშუალებას აძლევს მირზიოევს, კიდევ ორი ვადით დაიკავოს პრეზიდენტის პოსტი და ამასთან, პრეზიდენტობის ვადა 5-დან 7 წლამდე გახანგრძლივდეს.
ამჟამად ის მეორე ვადით იკავებს პრეზიდენტის პოსტს, რომლის უფლებამოსილების ვადაც 2026 წელს უნდა ამოწურულიყო.