უნდა მოხდეს კონცენტრაცია სწორედ მაღალი ხარისხის განათლებაზე... კონცენტრაცია ნიშნავს აქ, ადგილზე, სტუდენტების დარჩენას, მიზიდულობას - ლევან იზორია

ლევან იზორია

ახალ საგანმანათლებლო ინიციატივაზე განმარტებები გააკეთა განათლებისა და მეცნიერების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ლევან იზორია. მისი თქმით, კონცენტრაცია უნდა მოხდეს მაღალი ხარისხის განათლებაზე, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტებს ინტერესი ჰქონდეთ, ადგილზე მიიღონ უმაღლესი განათლება.

"უნდა მოხდეს კონცენტრაცია სწორედ მაღალი ხარისხის განათლებაზე. კონცენტრაცია ნიშნავს აქ, ადგილზე, სტუდენტების დარჩენას, მიზიდულობას, რათა მათ ინტერესი ჰქონდეთ, ადგილზე მიიღონ უმაღლესი განათლება და, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს ასევე, მაღალი აკადემიური განათლების მქონე პერსონალის დაინტერესებას, რათა ჰქონდეს სურვილი, დარჩეს თავის სამშობლოში," – აცხადებს ლევან იზორია.

ახალ საგანმანათლებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა განათლების მინისტრმა. გივი მიქანაძის განცხადებით, სამინისტრო უკვე მუშაობს სასწავლო გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, საშუალო განათლება, 12 წლის მაგივრად, 11 წლით ჩანაცვლდება.

ინიციატივა შეეხება უმაღლეს სასწავლებლებსაც. უნივერსიტეტები 3+1 სისტემაზე გადადიან, რაც სამწლიან ბაკალავრიატს და ერთწლიან მაგისტრატურას გულისხმობს. დაგეგმილია სხვა ცვლილებებიც.