ირინე იმერლიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - საკონსტიტუციო სასამართლო

ირინე იმერლიშვილი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს ირინე იმერლიშვილს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს განკარგულებით N 2, 2025 წლის 20 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.

'საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში~ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.