უმძიმეს ზმანებაშიც არ წარმოუდგენიათ ის, რომ შეიძლება მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. გაუკუღმართებულ პოლიტიკურ განცდებს აიგივებენ ამ ქვეყანასთან და ებრძვიან არა ,,ქართულ ოცნებას’’ არამედ, საკუთარ ხალხს - გია ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე

გია ცაგარეიშვილი

გია ცაგარეიშვილი ოპოზიციის ნაწილის მიერ, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მინიჭების საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ოპოზიციას არ წარმოუდგენია, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ამიტომ ყველაფერს აკეთებს ამისთვის და ხელს უშლის არა ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხს.

,,საერთაშორისო ორგანიზაციების, თუ ევროპულ პარტიებში წევრიანდებიან და ეს პლატფორმა უნდათ გამოიყენონ იმისთვის, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობა აწარმოონ. უმძიმეს ზმანებაშიც არ წარმოუდგენიათ ის, რომ ხვალ, ზეგ შეიძლება გათენდეს დღე და ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. თავიანთ გაუკუღმართებულ პოლიტიკურ განცდებს აიგივებენ ამ ქვეყანასთან, ჭედავენ ამ ქვეყანას, ამუხრუჭებენ და ებრძვიან არა ,,ქართულ ოცნებას’’ და ხელისუფლებას არამედ, გაშმაგებით ებრძვიან საკუთარ ხალხს. ამიტომაც, იქნებიან ყოველთვის ისეთი ლუზერები, როგორიც არიან, ევროპაშიც, უკრაინაშიც და საქართველოშიც,’’ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.