არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირისათვის ბრალდებული მამაკაცი გამართლდა

sexdzaladoba

არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირისათვის ბრალდებული მამაკაცი გამართლდა. გადაწყვეტილება თელავის რაიონულ სასამართლოში გუშინ გამოცხადდა.

კაცის ადვოკატი, გოგიტა გაბაიძე ადასტურებს, რომ სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიმართ, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა საქმის დეტალებზე არ საუბრობს.

„გიდასტურებთ, რომ დადგა გამამართლებელი განაჩენი, რომელიც მე ვთვლი, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებაა. სხდომები იყო დახურული. ამიტომ დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ"- განაცხადა გაბაიძემ.
საქმე ეხება ფაქტს, რომელიც კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, 2021 წელს მოხდა.

გამოძიება 26 წლის მამაკაცს 15 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირს ედავებოდა და ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 140- ე მუხლით გათვალისწინებული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა.
ინფორმირებული წყაროს ინფორმაციით, დაზარალებული გოგონა და მისი ოჯახი, სასამართლოს ბრალდებულის სასარგებლო ჩვენებას აძლევდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მამაკაცისათვის გოგონას ასაკი ცნობილი არ იყო და კავშირი მათ შორის, ნებაყოფლობით შედგა.

არასრულწლოვანმა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, სასამართლოს განუმარტა, რომ დაოჯახებულ, მასზე უფროსის ასაკის მამაკაცთან კავშირი, მისი სურვილი იყო და ასაკს შეგნებულად უმალავდა.
ინფორმაცია ბრალდებულის შესაძლო გამართლების შესახებ, "პრაიმთაიმმა"ორი თვის წინ, ექსკლუზიურად გამოაქვეყნა, როცა არასრულწლოვანის დედამ დაადასტურა, რომ მისი შვილის ასაკის შესახებ, ბრალდებულისათვის ცნობილი არ იყო.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „კურიერმა“ კაკულიების საქმეზე ექსკლუზიური კადრები მოიპოვა - ვიდეომტკიცებულებები, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ბრალდებულები ვაკის ტერიტორიაზე

👉 16 წლის ასაკში წავიდა აფხაზეთის ომში, მეთაურმა სახლში გაუშვა, თუმცა მალევე საომრად დაბრუნდა - ილია ელოშვილის აქამდე უცნობი ისტორია

👉 ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს - ივანე ჩხაიძე