პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის საელჩო საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად იბრუნებენ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს.
ანდრეი კასიანოვმა პუტინის აგრესიულ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ უკრაინას მძიმე ზამთარი ელოდება, რადგან რუსული ძალები ბოლო პერიოდის განმავლობაში ბომბავენ გაზისა და ელექტროსადგურებს, რის შედეგადაც ფრონტის ხაზთან მდებარე დასახლებები ელექტრო ენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. ამ ვითარებაში კი საქართველოსგან მიღებული ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის პირველადი სამედიცინო ნივთებიც ძალიან მნიშვნელოვანია.