იუსტიციის სახლი გარკვეულ მომსახურებაზე ფასებს ანახევრებს - შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება
1773478104
უკრაინა ოფიციალურად უარს ამბობს პუტინთან რაიმე სახის მოლაპარაკებაზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას, რომლითაც ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის მიერ ტერიტორიების მიტაცებასთან დაკავშირებით უკრაინის საპასუხო ქმედებებს ეხება.
30 სექტემბრის No679 განკარგულებაში პირველ პუნქტში ნათქვამია - „მოხდეს კონსტატირება იმისა, რომ შეუძლებელია მოლაპარაკების წარმოება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან“.
ბრძანებაში ასევე დამტკიცებულია, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, უკრაინის ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ განაცხადზე.