1780555563
"უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ შტატების და რუსეთის ურთიერთობა უფრო მეგობრული და მარტივი გახდება" - მარკო რუბიო
"უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ შტატების და რუსეთის ურთიერთობა უფრო მეგობრული და მარტივი გახდება" - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ამერიკის რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
მარკო რუბიო აცხადებს, რომ ვაშინგტონმა მოსკოვთან კავშირი უნდა შეინარჩუნოს და დიალოგი აწარმოოს.
„ვფიქრობ, აქ ორი საკითხია განსახილველი. პირველი უკრაინაში მიმდინარე ომია, რომლის დასრულებაც მოლაპარაკებების გზით გვინდა. მეორე კი - ამისგან დამოუკიდებლად - ორმხრივი ურთიერთობაა ქვეყანასთან, რომელსაც მსოფლიოში, თუ უდიდესი არა, სიდიდით მეორე ბირთვული არსენალი მაინც გააჩნია. სულ მცირე, რუსეთთან ურთიერთობა და დიალოგი უნდა გვქონდეს. მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა მათი ქმედებები, ეს აუცილებელია იმ მიზეზების გამო, რომლებზეც ახლახან ვისაუბრე. საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან არაერთი საუბარი მქონია და ასეც უნდა იყოს - ეს მოწიფული დიპლომატიის ნაწილია. იგივე ეხება ჩინეთსაც. ჩვენ მათთან კომუნიკაცია უნდა გვქონდეს, რადგან ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს საკითხები, რომლებსაც უკრაინასთან საერთო არაფერი აქვს. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება, რუსეთთან ურთიერთობები უფრო მეგობრული და მარტივი გახდება, და ეს გზავნილი მათთან კონტაქტების დროს მკაფიოდ დავაფიქსირეთ.“












