„უკრაინაში ჩასვლა არ გაგვიჭირდება“ - აპირებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ბუჩაში დამოუკიდებელი ვიზიტის განხორციელებას

ნაციონალური

„ნაციონალური მოძრაობა“, უკრაინაში ვიზიტის  განხორციელების მიზნით შექმნილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შესვლაზე უარს ამბობს. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, „ქართული ოცნების“ პოზიციები უკრაინასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე მიუღებელია.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, გეგმას თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ბუჩაში დამოუკიდებელი ვიზიტის განხორციელებას, როგორც პარტიის წევრმა ანა წითლიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მის პარტიას უკრაინაში „ქართული ოცნების“ გარეშე წასვლა ნამდვილად არ გაუჭირდება.

„ჩვენი პარტიის წევრები აქამდეც იყვნენ არა ერთხელ უკრაინაში ჩასულები, მერეც აპირებენ წასვლას დ ყოველთვის წავლენ, როცა უკრაინას დასჭირდება. მე პირადად დამოუკიდებლად ვაპირებ იქ ჩასვლას. მე და ჩემი პარტიის წევრებს უკრაინაში ჩასვლა ნამდვილად არ გაგვიჭირდება", - განაცხადა ანა წითლიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ მზაობას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ყველა ოპოზიციური პარტიიდან ერთი წევრი იყოს წარმოდგენილი, ამ ფორმატს „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს გამოეთიშა.