რუსეთი კიევს ემუქრება - „თუ უკრაინის მხრიდან დივერსიის მცდელობები გაგრძელდება, კიევს შევუტევთ“

რუსეთი

„უკრაინელი სამხედროების მხრიდან ვხედავთ დივერსიისა და თავდასხმის მცდელობებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე",- ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს

მოსკოვი აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევების გაგრძელების შემთხვევაში, უკრაინაში გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, მათ შორის, კიევს შეუტევს.

"თუ მსგავსი შემთხვევები გაგრძელდება, უკრაინის შეიარაღებული ძალები შეუტევენ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, მათ შორის, კიევს, რისგანაც რუსული არმია ამ დრომდე თავს იკავებდა“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.