უკანონო მაინინგი არ შეიძლება, დაუშვებელია. ერთადერთი რესურსი, რითიც უნდა ებრძოლო ამას, არის გამრიცხველიანობა - გიორგი ვოლსკი

გია ვოლსკი

 უკანონო კრიპტო-მაინინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მესტიის მუნიციპალიტეტში მალე ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი იწყება. გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც რაიონში ელექტროენერგიის გადახარჯვამ კოლოსალურ მაჩვენებლებს მიაღწია.

ადგილობრივებისთვის ენერგია კვლავ უფასო დარჩება, თუმცა დაწესდება გონივრული ლიმიტი, რომლის ზემოთაც გადასახადის გადახდა საჭირო იქნება. ინიციატივა ყოველწლიურად 25 მილიონამდე ლარს დაზოგავს, რაც ქსელის სრულ რეაბილიტაციას მოხმარდება.

გამრიცხველიანების პროცესის დაწყებას დადებითად აფასებენ მმართველ გუნდში.

"უკანონო მაინინგი არ შეიძლება, დაუშვებელია. ერთადერთი რესურსი, რითიც უნდა ებრძოლო ამას, არის გამრიცხველიანობა. ფაქტია, რომ ზარალი საზოგადოებისათვის არის შესამჩნევი, თვალსაჩინო სვანეთის მოსახლეობისთვის და ეს ძალიან მოკლე ვადებში უნდა აღმოიფხვრას", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.