1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
"თვითგვემა და საკუთარი ხელისუფლების პოზიციის დაკნინება ქართული პოლიტიკისა და მედიის სამწუხარო ტენდენციაა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირველმა გააქტიურეს საკითხი და პარალელები იმასთან, რაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში 2008 წელს მოხდა. სამწუხაროა თვითგვემის პოზიცია, რომლის დამკვიდრებას ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს. ეს აჩვენებს, რამდენად ფარისევლური და არაგულწრფელია მათი პოზიციები საკუთარი სამშობლოსა და ხელისუფლების მიმართ.
მკაფიოდ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას იყვნენ მტკიცენი და ცხადი საკუთარ გადაწყვეტილებებში, ვინაიდან უკრაინელ ხალხთან დაკავშირებულია ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხები“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.