მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
თუ თქვენ პრინციპულობას სიხისტეს ეძახით, დიახ, ალბათ ვარ ხისტი; თუ იმ სიმართლის თქმას, რისიც მჯერა, სიხისტეს ეძახით, დიახ, ხისტი ვარ. თუმცა ამ ყველაფერში გულწრფელი ვარ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ვფიქრობ, ეს არის მთავარი, რომ ადამიანი გულწრფელი იყოს თავის სიტყვებსა და საქმეში. რასაც აქამდე ვამბოდი და ვიტყვი ამის შემდეგ, იქნება ის სიმართლე, რისიც მჯერა და პირდაპირი დამოკიდებულება, რაც მექნება. დარწმუნებული ვარ, აქამდეც ეს აღქმა იყო, რომ გულწრფელი დამოკიდებულება მქონდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და გიზიარებდით, მათ შორის პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, სამაგალითოა ის დამოკიდებულება, რაც ოპოზიციონერ დეპუტატებს კახა კუჭავას მიმართ აქვთ.
„უპირველეს ყოვლისა, ძალიან მიხარია ის თბილი სიტყვები, რომლებიც თქვენგან ისმის კახა კუჭავას მიმართ. სამაგალითოა როგორც თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ, ასევე ის ღირსეული თავმჯდომარეობა, რომელიც კახა კუჭავამ გასწია. კახასთან 20-წლიანი მეგობრობა მაკავშირებს, ამიტომ აქვე გეტყვით, რომ ის არც ჩვენი გუნდიდან გამქრალა და მით უმეტეს, არც ჩემი ცხოვრებიდან. ასე რომ, მიხარია, რომ ოპოზიიცის მხრიდან ასეთი დამოკიდებულებაა კახას მიმართ. დიდი მადლობა მას, ვინაიდან, მისგან, როგორც მეგობრისგან, მათ შორის პოლიტიკაში, დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.