პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"თუ რადიკალური ოპოზიცია რადიკალიზაციის, რევოლუციისა და პოლარიზების გზაზე იდგება, საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
"შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება მოხდა უკვე, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" არ შემოუერთდა ამ დოკუმენტს და ჩვენც დავტოვეთ შემდეგ ეს შეთანხმება. საკონსტიტუციო ცვლილებები ემსახურება პოლიტიკური ცხოვრების ლიბერალიზაციას. თუ რადიკალური ოპოზიცია რადიკალიზაციის, რევოლუციისა და პოლარიზების გზაზე იდგება, ცვლილებები ვერ განხორციელდება.
დღევანდელი საარჩევნო კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან აბსოლუტურ თანხვედრაშია და არანაირი ზედმეტი ვალდებულება ამ კუთხით არ გაგვაჩნია",- განაცხადა ქადაგიშვილმა.