შსს მომსახურების სააგენტო სანომრე ნიშნებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
1783700694
უკრაინაში დაღუპული რატი შურღაია გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს.
38 წლის ქართველი მებრძოლი ქალაქ იზიუმთან შეტაკებებისას დაიღუპა. რუსი ოკუპანტების მიერ კასეტური ბომბების ჩამოგდების შედეგად მან თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ჭრილობები მიიღო.
რატი შურღაია წარმოშობით სენაკიდან იყო. მას უკრაინელი მეუღლე ჰყავს. შურღაია ომის დაწყების პირველივე დღიდან წინა ხაზზე იბრძოდა. უკრაინაში, რუსი ოკუპანტების თავდასხმებს უკვე 10-ზე მეტი ქართველი შეეწირა.