პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
იტალიამ გაერო-ს უკრაინაში მშვიდობის დამყარების ოთხპუნქტიანი გეგმა წარუდგინა – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა „რეპუბლიკა“ ავრცელებს. დოკუმენტი შეიმუშავა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამთავრობო ადმინისტრაციის მონაწილეობით.
გეგმა მოიცავს არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში, არამედ თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, კერძოდ, ევროკავშირთან, დიდ შვიდეულთან და გაერო-სთან.
იტალიამ კრიზისის დასაძლევად ოთხი ეტაპი დაასახელა, რომელსაც მონიტორინგს გაუწევს საერთაშორისო დახმარების ჯგუფი.
იტალიის სამშვიდობო გეგმა შემდეგნაირად ფორმულირდა:
1. ცეცხლის შეწყვეტა და გაერო-ს მეთვალყურეობის ქვეშ საბრძოლო შეტაკებების ხაზის ლიკვიდაცია
2. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მოკლე დროში და მისი ნეიტრალური სტატუსი ნატო-ში გაწევრიანების გარეშე
3. შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის დონბასის და ყირიმის ტერიტორიებზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში კონფლიქტების მოსაგვარებლად
4. ახალი მრავალმხრივი ხელშეკრულება ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შეიარაღების კონტროლი და კონფლიქტების პრევენცია.
დოკუმენტი უკვე გადაეცა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს.